დავითაშვილის მეუღლე: მიშამ ბევრი დაგვიშავა, მაგრამ მაინც ქვეყნის სახეა და მებრალება –

„მიშამ ბევრი დაგვიშავა, მაგრამ მაინც ქვეყნის სახეა და მებრალება,“ – აცხადებს კობა დავითაშვილის მეუღლე, ინგა ბიწაძე.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და 48-ე დღეა, შიმშილობს. რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. ამასთან, იგივე მოთხოვნით, ათი დეპუტატი შიმშილობს. ასევე, ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაც.

„უზომოდ დაღონებული ვარ და ძალიან არ მომწონს ეს ამბები. მაინტერესებს, ახლა ამას როგორ შეაფასებდა, რას იტყოდა.

კი, მიშამ ბევრი დაგვიშავა, მაგრამ მაინც ქვეყნის სახეა და მებრალება. ნეტავ, კობა რას იტყოდა ამ ყველაფერზე-მეთქი, ვფიქრობ. ძალიან მტკივა, რადგან თითქოს ის მივიწყებული ამბები თავიდან გავიარე. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ქვეყანა კი ნორმალურ კალაპოტში ჩადგება,“ – ამბობს „სარკესთან“ დავითაშვილის მეუღლე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია, მაგალითად, დაუყოვნებლივ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება
შემდეგი სტატიაგლდანის მერვე დაწესებულების თავზე ვერტმფრენები გამოჩნდნენ