დავითაშვილი – ხვალ იქნება მსჯელობა სწავლის განახლებაზე

ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, სასწავლო პროცესის განახლებასთან, ან არგანახლებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 31 აგვისტოს იმსჯელებს.

სწავლის განახლების გეგმებზე დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ხვალინდელ საბჭოზე მსჯელობა შეეხება სასწავლო პროცესის აღდგენას, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ისე ბაღებში.

“მასწავლებლების ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ მასწავლებელთა 80% უნდა იყოს აცრილი, შესაბამისად, ამისთვის განათლების სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ვაქცინაციის პროცესი წავიდეს წარმატებით, რაც შეეხება კითხვას, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, ხვალ გვაქვს საკოორდინაციო საბჭო და მათ შორის ამ თემაზე იქნება მსჯელობა. თუმცა კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ეპიდემიოლოგები მოგვცემენ”,-თქვა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სწავლის განახლება ძირითადად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

banner
წინა სტატიაშიჯანმო და გაერო-ს ბავშთა ფონდი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეუფერხებლად გაგრძელდეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში
შემდეგი სტატიაჩალაძე – შავი სექტემბერი გველოდება