დავითაშვილი – ჩვენი გზავნილია, მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ არჩევანი, რომელიც გულისხმობს ქვეყნის სტაბილურობას

ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რათა შემდეგი წლების განმავლობაში ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმუშაონ მჭიდროდ, ითანამშრომლონ ისეთ რეჟიმში, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის საჭიროება, პირადი პრობლემები გადაწყდეს სოფლის, რეგიონის, მუნიციპალიტეტის დონეზე, – ამის შესახებ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

„ვფიქრობ, გასაკვირი არაა, როცა „ქართული ოცნება“, რომელსაც ჰყავს დაახლოებით მილიონი ამომრჩეველი, შეკრებდა ძალიან ბევრ მხარდამჭერს, რომელიც იტყოდა, რომ მათ უნდათ ქვეყნის სტაბილური განვითარება. ოპოზიცია კი პირდაპირი მოწოდებებით თავის ამომრჩევლებს და მოსახლეობას ეუბნება, რომ მათი დღის წესრიგია არა ადგილობრივი არჩევნების ჩატარება, არამედ ქვეყანაში სტაბილური განვითარების შეჩერება, რომელიც თავის თავში დესტრუქციას მოიცავს. ჩვენ აქ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც ხვალინდელ დღეზე ფიქრობს. 100 000-მდე მხარდამჭერია გამოსული დღეს მოედანზე, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში მათ სჭირდებათ სტაბილური განვითარება, ეკონომიკაზე ზრუნვა, ის, რაც პრემიერმა წლის განმავლობაში თითოეული დარგის მიხედვით წარუდგინა საზოგადოებას. მათ შორის 10-წლიანი გეგმები, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი სიკეთე და კეთილდღეობა. მსოფლიოში ძალიან ბევრი გამოწვევაა, ძალიან რთული დროა და ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: არავის ვაპატიებთ პატრიარქის და სახელმწიფოს ფუნდამენტის – ეკლესიის ლანძღვას