რუსეთის მარცხი სომხეთში არის მართლაც ისტორიული მასშტაბის მოვლენა.
იმ ფონზე, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხდება, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომლის არსიც შეიძლება გამოიხატოს ერთი პროპაგანდისტი ჟურნალისტის ფრაზით, “რუსეთს რა გააკოტრებს? რუსეთთან თუ არ დალაგდი, დამთავრებული ხარ,” არის ელემენტარული ანაქრონიზმი და ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალების მცდელობა.
მე არ ვარ მაინცდამაინც აღფრთოვანებული ქართული ოპოზიციური სპექტრით და დიდწილად არ ვიზიარებ მათ დისკურს-ნარატივებს, მაგრამ ერთი რამ უტყუარად ვიცი: ისტორიის ჩარხთან ჭიდაობა შეუძლებელია იყოს წარმატებული და დღეს საქართველოს ხელისუფლება დგას ისტორიის ჩარხის ტრიალის საწინააღმდეგო, ანუ არასწორ მხარეს და ოპოზიცია სწორ მხარეს.
ბოლოს კი მაინც ჩარხი მოიგებს,-წერს დავით ზურაბიშვილი.
შედეგები:

















