დავით ზურაბიშვილი: პრემიერი თავად ეახლოს პატრიარქს და სპეციალური მიმართვა გადასცეს ხელიდან ხელში

მესმის, რომ თქვენც საგონებელში ხართ ჩავარდნილი საპატრიარქოს პოზიციით და არ იცით რა ქნათ. ეკლესიის გამო საგანგებო მდგომარეობის გამომცხადებლები თქვენ არ ხართ და რომც გამოაცხადოთ, მაგათ მაინც ვერაფერს გაუბედავთ. ამიტომ სხვა გზით უნდა წახვიდეთ, პოლიტიკური შეთქმულების თეორიის გზით. ასეთი რაღაცეების იქაც ძალიან ჯერათ და თქვენთანაც,

ახლა, კონკრეტულად: პრემიერის სახელით უნდა გააგზავნოთ საპატრიარქოში სპეციალური მიმართვა, ან შეიძლება პრემიერი თავად ეახლოს პატრიარქს და გადასცეს ხელიდან ხელში.

მიმართვის ტექსტი კი უნდა იყოს დაახლოებით ასეთი:

“შესაბამისი სპეცსამსახურებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრობა და მასთან ასოცირებული დესტრუქციული ძალები გეგმავენ საზარელ პროვოკაციას.

კერძოდ, ისინი აპირებენ წირვა-ლოცვებზე დააგზავნონ საგანგებოდ შერჩეული დავირუსებული პარტაქტივისტები, რომელთაც დაევალებათ უდანაშაულო მრევლისთვის კორონავირუსის გადადება (პრემია დიდია), რათა ტაძარში მყოფი მრევლის მასობრივი დასნებოვნების ფაქტი შემდგომში გამოიყენონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ.

საშიშროება რეალურია და აქედან გამომდინარე, მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ეჭვქვეშ არ აყენებს წმინდა ზიარების დროს გამოყენებული კოვზის იმუნიტეტს, არსებული ვითარების გათვალისწინებით გთხოვთ თავი შეიკავოთ მასობრივი შეკრებებისგან.

არა ნაცებს, არა ბოროტებას!

ჩვენთან არს ღმერთი!”

მოკლედ, აი ეს ან რაღაც ამდაგვარი უნდა უთხრათ რაც შეძლება დამაჯერებელი ტონით

დიდის ალბათობით იმუშავებს.

ოღონდ თუ თქვეს, ზიარება და ლოცვა კორონავირუსისგან კი არა ნაცობისგანაც კურნავს ადამიანსო, მერე აღარ ვიცი.-წერს დავით ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს რეგიონში თვითიზოლაციაში 266 ადამიანი იმყოფება
შემდეგი სტატიაზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა