დავით ზურაბიშვილი: “პიზ***ცმა შეუმჩნევლად იცის მოპარვა”

ახლა, როგორაა:

ვისაც ოდნავ მაინც რამე უტოკავს თავში, ყველა ხვდება, რომ სააკაშვილის გასამართლება ამ მუხლით და ამ ბრალდებით იყო მორიგი ღლეობა, რომლის მსგავსი ამ ხელისუფლებას აქამომდეც არაერთი ჩაუდენია და მომავალშიც კიდევ არაერთს ჩაიდენს

მაგრამ ჰკიდიათ.

იმიტომ, რომ გინდა დასავლეთმა გაახუროს, გინდა სტრასბურგმა გაამტყუნოს და გინდა კუვეიტის ემირი შეშფოთებულა, ოცნებას მაინც ორმოცდაათი-სამოცი პროცენტი აქვს და ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო კი ერთად მაქსიმუმ ოც-ოცდაათს აგროვებდეს, თან მაინც და მაინც ერთმანეთზე მზე და მთვარეც არ ამოსდით. შესაბამისად, “ნაცები-მაინც-ვერ-დაბრუნდებიან” მოცემულობა კვლავ უცვლელია.

დანარჩენები ხომ სულ ორ-სამ-პროცენტიანები ვართ და ზოგიერთები კიდევ უფრო ნაკლები. პატრიოტთა ალიანსი არ ითვლება. ეგ ოცნების რადიკალური ფრთა უფროა.

ჰოდა ჰკიდიათ რა.

ვიღაცა იტყვის, ასე ხომ ვერ გავფრინდებითო და მართალიც იქნება, მაგრამ ამაზე არსებობს მომაკვდინებელი პასუხი ხელისუფლებისგან: ამ ჩემს შაშას და კოლას თუ ვერ გაფრინდებითო…

ისე, მიშასაც ასე ეკიდა ჯერ კიდევ 2011-ში, სანამ რისხვით გადუბრუნდებოდა სიბორბლე და სიმრგვლე ცისა, მაგრამ როგორც ოკუპანტური ხალხური სიბრძნე გვასწავლის, პიზდეცმა შეუმჩნევლად იცის მოპარვა.

 

დავით ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაშისოფელ ლიაში მცხოვრებ 69 წლის ზაირა ქობალიას სოციალური დახმარება მოუხსნეს
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა