დავით ზურაბიშვილი : “ოცნების” მცდელობას, ზეწოლა მოახდინოს საჯარო მოხელეებზე, შედეგი არ ექნება

პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ “ოცნების” მცდელობას, ზეწოლა მოახდინოს საჯარო მოხელეებზე, შედეგი არ ექნება. მისი თქმით, ხალხში ცვლილებების ენთუზიაზმი დღითიდღე უფრო იზრდება.

ექსპერტი პირდაპირ ამბობს, რომ არჩევანი მარტივია და ეს საჯარო მოხელეებსაც კარგად ესმით: ან ქვეყანა რუსეთის უკანა ხდება, ან ევროპის ნაწილი.

ვფიქრობ, არანაირად არ ექნება ამას შედეგი და არავინ არ დაშინდება. იმდენად არ არის ისეთი განწყობა, რომ ამან შეაცვლევინოს ვინმეს ის განზრახვა, რომელიც მას აქვს, იმიტომ, რომ მაშინ არჩევნები არ უნდა ჩაატარონ ელემენტარულად, უნდა იყოს საყოველთაო უიმედობის, ნიჰილიზმის განცდა, რომ მაინც არაფერი გვშველის, მაინც ესენი რჩებიან. ეს ასე არ არის დღეს და პირიქით, სურვილი და ენთუზიაზმი ხალხში იზრდება დღითიდღე იმისა, რომ დადგეს ცვლილებები. არჩევანი გვაქვს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებსა და ქვეყნის ძალიან სერიოზულ პრობლემას შორის: ან რუსეთის უკანა ეზო ვხდებით, ან ევროპის ნაწილი ვხდებით. ასეთი მარტივი არჩევანი გვქონდეს და არ მგონია, საჯარო მოხელეებმა არ გააკეთონ სწორი არჩევანი, – ამბობს დავით ზურაბიშვილი.

სამინისტროებიდან საიდუმლო სიებმა გამოჟონა. სიაში შეყვანილი მოქალაქეების მონაცემების გადამოწმების შემდეგ, “შაბათის ეთერმა” მოიპოვა რწმუნება, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი საჯარო მოხელეებს იძულებულს ხდის, საკუთარი ოჯახის წევრებს თავისუფალი არჩევანი წაართვან და მმართველ პარტიას დაჰპირდნენ, რომ არჩევნების დღეს ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემენ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ფორმირებაზე ივანიშვილის დამარცხების შემდეგ უნდა ვისაუბროთ – თამაზ დათუნაშვილი
შემდეგი სტატიაწალენჯიხის ეკლესიის ხატები, რომელიც 1920 წელს განადგურდა