პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს ოდიოზურ ფიგურად აცხადებს და “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ გაუნათლებელი, ბილწი ყაველაშვილი ქვეყნის მთავარსარდლობის თანამდებობას არ შეესაბამება.
დავით ზურაბიშვილის შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილის დომინირება საქართველოს ევროპისგან და დასავლეთისგან სრულ იზოლირებულს გახდის.
“ივანიშვილი თვლის, რომ ყაველაშვილი იქნება ბოლომდე მონა” – აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი.
პირველად, რომ გავიგე ვიფიქრე, ჩვენი დაშოკვის მიზნით ხომ არ აკეთებს-თქო. ივანიშვილისთვის ღირსება არის ის, რასაც ჩვენ, ყველანი ვთვლით ნაკლად. ის, რომ არც განათლებით, არც ზრდილობით გამოირჩევა, არც კულტურით შეუფერებელია, თანამდებობას არაფრით რომ არ შეეფერება, ეს არის პლუსი. ივანიშვილს აქამდე, რაც პრეზიდენტები იყვნენ, არ გაუმართლა და ის თვლის, რომ ყაველაშვილი იქნება ბოლომდე მონა. მონა იქნება, რა თქმა უნდა”, – ამბობს დავით ზურაბიშვილი.