დავით ზურაბიშვილი: ინტერვიუს შინაარსი თავისუფლად შეგვიძლია ჩავატიოთ ერთ აბზაცში

ესე იგი ქართული ოცნების თავმჯდომარის გუშინდელი ინტერვიუს შინაარსი თავისუფლად შეგვიძლია ჩავატიოთ ერთ აბზაცში:

2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილს ფარული ნაცების (შავგულიძე, უსუფაშვილი, ხუხაშვილი, სანიკიძე) დახმარებით დაუმარცხებია ღია ნაცები, რათა გაეთავისუფლებინა მსხვერპლი ნაცები (ზარდიაშვილი, მურუსიძე, ჩინჩალაძე), რომელთაც დღეს ებრძვიან ასოცირებული ნაცები კაპიტანი გიგაურის ხელმძღვანელობით და რისიც უნდა რცხვენოდეთ ნაცების წისქვილზე წყლისდამსხმელ ბესელიას, გოგიჩაიშვილს და კვაჭანტირაძეს.

P. S. მეც რომ ნაცი ვარ, ხან ღია და ხან ფარული, არ დამვიწყებია. მახსოვს, მახსოვს. :)წერს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაში„ცენტრ პოინტის” საქმე – მაია რჩეულიშვილის განაჩენი დღეს გამოცხადდება
შემდეგი სტატიასპეცპროკურორ მიულერის მოხსენება, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაასაჯაროვონ