12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში

“ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში” – ასე აფასებს დავით ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ შემზღუდავ კანონპროექტს.

მისი თქმით, კანონის გამკაცრების მიზანი “ხალხის დაჭერაა”.

იმ ერთი შეხედვით გასაოცარი და ჯერარნახული კანონების მიზანი, რომელთა მიხედვით ნებისმიერი ადამიანის დაჭერა შეიძლება როცა კი ხელისუფლებას მოეხასიათებაა, არის სწორედ ის, რომ ხელისუფლებას, უფრო ზუსტად კი პირადად ბიძინა ივანიშვილს შეეძლოს ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი ადამიანის დაჭერა. ცხადია, ვინაა დასაჭერი და ვინ არა, იმასაც ბატონი ბიძინა განსაზღვრავს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში. ყველაზე ოდიოზურ დიქტატორს და ტირანსაც კი ჰქონდა სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობის ერთგვარი ინსტინქტური პატივისცემა თუ არა პატივისცემის მაგვარი გრძნობა მაინც.
ამათ არა აქვთ”- წერს ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგადაწყვეტილება უკვე მიღებულია, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ გადავხედავ – მინისტრის მოადგილე
შემდეგი სტატიამობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება