დავით ზურაბიშვილი: აი, ასეთ იდიოტურ აბრაკადაბრას ვინ უწერს

“ესე იგი თან კარგადაა საქმეო და თვალსაჩინო პროგრესი გვაქვსო, თან კოლაფსიაო, რომელშიც ნაცების წყალობით ჩავვარდითო და რომელთაც უნდათ ჯაბას და კიტოვანის ეპოქაში დაგვაბრუნონო, იმ ეპოქაში, რომლის შემოქმედნიც თვითონ იყვნენო.

აი, ასეთ იდიოტურ აბრაკადაბრას ვინ უწერს, არ ვიცი (თუმცა, გონივრული ეჭვი კი მაქვს ვისი კრეატიული შემოქმედება შეიძლება იყოს ფრაზა: “ასეთი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ტრაექტორია – თავდაღმართში სვლის ტეხილი”), მაგრამ მთავარი ისაა, რომ თვითონ მოწონს და ხელს აწერს.

P. S. ევროპული სტანდარტის დემოკრატია რომ გვაქვს, რასაც ეკონომიკა თურმე ობიექტურად ჩამორჩება და ნაცები რომ ბოროტად სარგებლობენ ამით, ეგ აღარაა უკვე საინტერესო. ეგ ძველი ზღაპარია. უფრო სწორად, მოძველებული”-ასე ეხმაურება “რესპუბლიკური პარტიის ” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს, რომელიც 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა.

 

ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს

 

banner
წინა სტატიაში„შენების მოძრაობის“ მიმართვა საზოგადოებას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი თავად ეხმარებოდა 9 აპრილის „გმირებს“ რუსეთში, გენერალ ლებედს საარჩევნო კამპანიის დროს