დავით ზილფიმიანი: საპატრულო პოლიციის მანქანებს “თი პი პი” უნდა ეწეროს

“ევროპელი სოციალისტების” ლიდერი, დავით ზილფიმიანი გამოდის ინიციატივით, რომ საპატრულო პოლიციის მანქანებს “თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა” ეწეროს. ამის შესახებ ზილფიმიანმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენისას განაცხადა.

“ნიუ იორკის პატრულის დევიზია CPR – Courtesy, Professionalism და Respect. ეს წარწერა თუ იქნება ჩვენ საპატრულო მანქანზებზეც კაი იქნება. ქართულად იქნებოდა “თი პი პი” ანუ თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

banner
წინა სტატიაში6 მარტს “ევროპის უნივერსიტეტისა” და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება
შემდეგი სტატიავანდალიზმის მორიგი ფაქტი თბილისში – ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი დაზიანებულია