დავით ზალკანიანი: ტერიტორია, რომელიც არის ქედს მიღმა დაბლობი და ეს აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიაა

საინჟინრო სამუშაოები აზერბაიჯანის მხარეს, ქედს მიღმა დაბლობში მიმდინარეობდა, – ამის შესახებ დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ არის სამი მოცემულობა – ტერიტორია, რომელიც არის ქედს მიღმა დაბლობი და ეს აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიაა, ამასთან, არის თავად დავით გარეჯის ტერიტორია, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და კიდევ – ერთი მესამედი სადავო ტერიტორია.

„ამ საკითხებზე მიდის სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა. როდესაც ტექნიკა გამოჩნდა, ამ სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს დელეგაციამ აზერბაიჯანულ მხარეს მოთხოვა განმარტების გაკეთება. იმისთვის, რომ არ გაჩენილიყო ინტერპრეტაცია, თითქოს სტატუს კვო იცვლება, ეს საკითხი მკაფიოდ დავაყენებთ მოლაპარაკებებზე. საინჟინრო სამუშაოები ქედს მიღმა, დაბლობზე, აზერბაიჯანის ფაქტობრივ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა „იმედის“ ეთერში და განმარტა, რომ ჩიჩხიტურის კოშკი ქედზე, საქართველოს ტერიტორიაზე დგას.

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტირიიდან ამ დროისთვის ტექნიკა გაყვანილია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას, რუსთავი2 აცილებას უცხადებს
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე: ვიკიპედიაში დავითგარეჯას ქვედა ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიად არის მოხსენიებული