დავით ზალკანიანი : როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება გაერთიანება​

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2019 10:36

დავით ზალკანიანი : როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება გაერთიანება​

როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება გაერთიანება​, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, წერილში ზუსტი აქცენტები არის გაკეთებული 9 აპრილზე, 9 აპრილის მნიშვნელობაზე.

„სწორედ იმაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ აუცილებელია ერთიანობა, კონსოლიდაცია. აუცილებელია იმ პოზიტიური, დადებითი მუხტით რაციონალურად მიმართვა, რომელიც იყო 9 აპრილს. სწორედ მაშინ შევძელით ჩვენ ეს, როდესაც ეს მუხტი მივმართეთ სწორი გზით, რამაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა. ამიტომ ახლაც, როდესაც ამ გამოწვევების წინაშე არის ქვეყანა, როდესაც უსაფრთხოების გამოწვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება გაერთიანება.

მხოლოდ ერთიანობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფრის გვერდზე გადადება მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც საქართველოს ევროკავშირში და ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჰქვია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

„ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე და ვფიქრობ, რომ ჩვენ როგორც არასდროს, ისე დღეს, დღევანდელი გამოწვევების წინაშე გამკლავების თვალსაზრისითგვჭირდება ერთიანობა, კონსოლიდაცია და სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თავისუფლების მოპოვებისთვის , რომელიც ასე უნდოდათიმ ადამიანებს, რომლებმაც აქ თავი გაწირეს“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ  გაუსვა ხაზი 9 აპრილის მნიშვნელობას  და  განაცხადა, რომ ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ კიდევ არ არისდასრულებული , რადგანაც საქართველოს აქვს კიდევ დაუსრულებელი ამოცანა, იყოს ევროპის და ევროატლანტიკური სტრუქტურის სრულფასოვანი წევრი.

„საქართველოს ისტორიაში ყოფილა მომენტები, როდესაც ერი იყო გაერთიანებული. სწორედ ასეთი მომენტი იყო 9 აპრილი. მეც მაქვს პირადი ემოციები ამდღესთან დაკავშირებით, რადგანაც მაშინ 21 წლის სტუდენტი გახლდით ჩემს მეგობრებთან ერთად და განსაკუთრებული ემოცია მაკავშირებს ამ დღესთან. ზუსტად მაშინ დაიწყო  ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა თავისუფლებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ კიდევდასრულებული არ არის, რადგანაც საქართველოს აქვს კიდევ დაუსრულებელი ამოცანა, იყოს ევროპის და ევროატლანტიკური სტრუქტურის სრულფასოვანიწევრი. სწორედ აქეთკენ არის მიმართული ჩვენი მცდელობები, ჩვენი ყველა ქმედება და მართლაც ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, რომლებმაც თავიდასდეს აქ ზუსტად 30 წლის წინ“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს საბჭოთა შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2019 10:36

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


8,099
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics