დავით ზალკანიანი ე.წ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადატანას არ ეთანხმება.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ე.წ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადატანას არ ეთანხმება.როგორც დავით ზალკანიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობის ფუნდამენტურ საკითხებს, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, ჟენევის ფორმატი ითვალისწინებს, ხოლო აბაშიძე-კარასანისის ფორმატი სხვა სახის მოლაპარაკებებს ისახავს მიზნად. მინისტრის განცხადებითვე, აღმიშნული ფორმატის შემუშავების დროს, სწორედ ოპოზიციის მოთხოვნაც იყო, რომ ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი ყოფილიყო.

„როდესაც ყალიბდებოდა აბაშიძე- კარასინის ფორმატი, იყო მოთხოვნა, ცალკე ყოფილიყო ეს ფორმატი, ახლა შეცვალეს პოზიცია და ამბობენ, საგარეოს საქმეთა სამინისტროს დაექვემდებაროსო. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ასევე იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნება, ძალის არგამოყენება, ამ საკითხებზე ჟენევის ფორმატით ვმუშაობთ“, – აღნიშნა დავით ზალკანიანმა

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულო ხვალინდელ სხდომაზე თბილისის ახალ გენგეგმას დაამტკიცებს
შემდეგი სტატიასამართლიანობა ჩამოიქცა – დავით მაღრაძე “დაიცავი საქართველოს” აღდგენაზე საუბრობს