დავით ზალკალიანმა პოლონეთის სეიმს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა

მინისტრის რანგში, პოლონეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა პოლონელ კოლეგასთან იაცეკ ჩაპუტოვიჩმა. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მედიასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს – სეიმის მიერ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 10 წლის თავთან დაკავშირებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის.

„ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ იმისა, რომ პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს ერთგული მხარდამჭერი და, როგორც სანდო პარტნიორი, ყოველთვის იყენებდა ყველა შესაძლებელ პლატფორმას ჩვენი ინტერესების დასაცავად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთთანამშრომლობა დღითი-დღე მყარდება და ახალი ერთობლივი ინიციატივების დანერგვის გზით ხარისხობრივად ახალ დონეებზე გადადის. ამ მხრივ დღესაც განსაკუთრებული დღეა, რამეთუ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა მიიღო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, და ნება მომეცით გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულწრფელი მადლობა გადავუხადო პოლონეთის სეიმის წევრებს ამისთვის.“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა. გამოსვლისას მან იაცეკ ჩაპუტოვიჩ ასევე გადაუხადა მადლობა მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში განხორციელებული ვიზიტისთვის, რომელიც აგრეთვე ეძღვნებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენების 10 წლისთავს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ხშირად გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები
შემდეგი სტატიაიგეგმება თუ არა ცქიტიშვილის გათავისუფლება? – პრემიერი ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მენეჯმენტით უკმაყოფილოა