დავით ზალკალიანმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ რსებული რთული გარემო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან განიხილა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 25, 2020 21:53

დავით ზალკალიანმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ რსებული რთული გარემო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ.ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, ავტრიის მუდმივ წარმომადგენელთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან საქართველოს თანამშრომლობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ურთულესი გარემოს განხილვას, აღინიშნა შექმნილ ვითარებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა საბჭოს რეაგირების და ჩართულობის მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას. მინისტრმა საბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებების შესახებ, უარყოფითი შეფასება მიეცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ქმედებებს, რომლითაც უხეშად ირღვევა ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის სიცოცხლის უფლება.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. დადებითად შეფასდა საქართველოს ძალისხმევა და აქტიური ჩართულობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტური იმპლემენტაციის მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ადამიანის უფლებათა საბჭოსთან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 25, 2020 21:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,602
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics