დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ რიკერს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხები მიმოიხილეს, მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით და ასევე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ჯგუფების მუშაობას.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფილიპ რიკერს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და ბოლო განვითარებებზე, მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე ადგილზე უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფასა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ჩართულობისთვის“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მხარეებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და სამომავლო დღის წესრიგი. დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაბანში გასულ წელს მომხდარი მკვლელობა გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიასვანტე კორნელი: “მთავრობამ არაერთი სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო… საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა”