დავით ზალკალიანი : უკრაინის გემებზე რუსეთის მიერ იერიში წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას

უკრაინის საზღვაო გემებზე რუსეთის მიერ იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

ზალკალიანი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის“,- წერს დავით ზალკალიანი.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს.

banner
წინა სტატიაშისისხლიანი გარჩევა მუხიანში – სროლის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი ადამიანი
შემდეგი სტატიაწინასაარჩევნო დარღვევები – არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტების შესწავლა დაიწყეს