დავით ზალკალიანი უკრაინის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან.

მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული მეგობრობა და შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობები. ამასთან ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ დღის წესრიგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

მინისტრმა და ელჩმა კვლავ დააფიქსირეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა. ამ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა 2018 წლის 6-7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე უკრაინის ვიცე-პრემიერის ვიზიტს საქართველოში, რაც უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ მეგობრობისა და სოლიდარობის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება იყო.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა და ელჩმა კვლავ დაადასტურეს მომავალი აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა.

იგორ დოლგოვმა დავით ზალკალიანს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ამოცანა იყო ვიზიტის ჩაშლა იმიტომ, რომ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა იოსებ გოგაშვილი
შემდეგი სტატიაუმრავლესობის გადაწყვეტილება პრეზიდენტს არ შეხვდეს, ზრდის შანსს, რომ პარლამენტი მის მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს