დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

„გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა. შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა გახლდათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ამასთან, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო უწყებამაც გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიღია წერილი ბიძინა ივანიშვილს!
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე – ჩვენმა დელეგაციამ გაერო-ში მიიღო გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ საჭიროა პირდაპირი კომუნიკაცია რუსულ მხარესთან