დავით ზალკალიანი: საქართველოში ვირუსის მაქსიმალური პრევენციისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში ვირუსის მაქსიმალური პრევენცია მოხდეს.

„მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა საქართველოში ვირუსის მაქსიმალური პრევენცია მოხდეს. მყისიერი ზომები მივიღეთ ჩინეთთან და ირანთან მიმართებაში. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ახლო კოორდინაციაში ვართ. იტალიაში საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაშია ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქტიურად ვმუშაობთ, რათა ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად საქართველოც იყოს ჩართული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველო კვლავ ე.წ. მწვანე ზონაში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების რისკი დაბალია.

ქვეყანამ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა
შემდეგი სტატიასოხუმში ტროლეიბუსების ხაზი დაზიანდა