დავით ზალკალიანი – საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პერიოდია,

ვფიქრობ, საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პერიოდია, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საჭიროებს დაუყოვნებლივ მჭიდრო კოორდინაციას და ორივე მხრიდან პოზიციების შეჯერებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს მხარდამჭერი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ამასთან, როგორც ზალკალიანმა განაცხადა, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს შორის შავი ზღვის რეგიონში, ასევე მის მიღმა თანამშრომლობა და საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი ქვეყნის ფუნქციის ხაზგასმა იქნება.

გარდა ამისა, ზალკალიანის თქმით, საქართველოსა და თურქეთს საერთო გამოწვევები აქვს როგორც პანდემიის დამარცხების, ასევე ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით.

„დაგეგმილი იყო სამმხრივი შეხვედრა ცოტა ხნის წინ, თუმცა სამწუხაროდ, ის არ შედგა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად და მივიღე შემოთავაზება ჩემი თურქი კოლეგის მხირდან, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი განხორციელებულიყო და გვქონოდა საშუალება, გვემსჯელა ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რაც აქტუალურია არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებთან მიმართებით, არამედ რეგიონალურ კონტექსტშიც.

მოგეხსენებათ, რომ თურქეთი არის საქართველოს ძალიან მკაფიო მხარდამჭერი, ჩვენი ატლნატიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის. გარდა ამისა, არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩართულია გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებში, ასევე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მოგეხსენებათ შვი ზღვის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ როგორც შავი ზღვის რეგიონში თანმაშრომლობა, ასევე შავი ზღვის რეგიონის მიღმა და ჩვენი როგორც დამაკავშირებელი ქვეყნის ფუნქციის ხაზგასმა იქნება განსახილველ საკითხებს შორის.

ერთ-ერთო თემა, რომელსაც ჩვენ შევეხებით, ბუნებრვიია, არის პანდემია. კოვიდის პერიოდში თურქეთის დახმარება საქართველოსთვის იყო ხელშესახები, სერიოზული. იყო ქვეყანა რომელიც გვერდში დაუდგა საქართველოს გაჭირვების ჟამს. მაშინ, როდესაც თავად უჭირდა საჭირო მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზება, საქართველოს მნიშვენლოვანი დახმარება აღმოუჩინა. ამიტომ, ჩვენ მადლიერი ვარ და ეს თანმაშრომლობა, ბუნებრივია, მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ საერთო გამოწვევები გვაქვს როგორც პანდემიის დამარცხების, ასევე ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით. როგორც მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ბუნებრივია, შევეხებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. იცით, რომ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, იგივე თავისუფალი ვაჭრობისა და დიაგონალური აკუმულაციის კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რის შემდეგაც მედიისთვის გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადებები.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე ვაქცინაციის პროცესზე: დაწყება არ არის მთავარი, მთავარი დამთავრებაა
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია – „კოვაქს პლატფორმას“ საქართველოსთვის გამოსაგზავნი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რაოდენობა არ შეუმცირებია