დავით ზალკალიანი – საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწყებულ უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას – #StandWithUkraine, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც შეუერთდა.

ზალკალიანის განცხადებით, საქართველო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარულია.

„ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიასეთ უტიფარ ნაძირლობას ეკლესია აცხადებს იმიტომ, რომ გაამართლოს ილია მეორის შეშლილი იდეა – საქართველოს კორონა ვერ მიეკარებაო
შემდეგი სტატიახელოვნების სასახლემ შეიძინა ბრიტანული კომპანიის „Artsonline” მიერ შემოთავაზებული ნახატი, გრაფ ოლდენბურგის კოლექციიდან