დავით ზალკალიანი : საქართველო მთელს რეგიონში აშშ-ის ყველაზე ძლიერი სტრატეგიული მხარდამჭერია

კონგრესმენ ფრანცის რუნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი მათთვის, ვინც რუსეთის უკანონო ქმედებას მხარს უჭერს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასდროს არ იქნება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარებული და მიღებული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კონგრესმენ ფრანცის რუნის მიერ ინიცირებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა. რეზოლუცია საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს არა მხოლოდ აშშ, არამედ ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობა.

დავით ზალკალიანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა, რომელიც გამოიხატება არამხოლოდ რეზოლუციებსა და მხარდამჭერ განცხადებებში, არამედ კონკრეტულ ქმედებებში, მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.

აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების დამგმობი რეზოლუცია მომზადდა​
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა