დავით ზალკალიანი რუმინეთს ეწვევა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 3, 2019 13:14

დავით ზალკალიანი რუმინეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 3-4 მარტს ვიზიტით რუმინეთს ეწვევა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, 4 მარტს ბუქარესტში, გაიმართება საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განიხილება შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერპსექტივები.

მინისტრების შეხვედრაზე ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც დაფიქსირდება აღნიშნული ქვეყნების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე.

ბუქარესტში დავით ზალკალიანი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის რუმინელ და თურქმენ კოლეგებთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 3, 2019 13:14

Google სტატისტიკა


3,819
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics