დავით ზალკალიანი : ქვეყანაში 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 900-მდე საერთაშორისო დამკვირვებელია

პანდემიის პირობებში, საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა, ჩემი ინფორმაციით, 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 900-მდე საერთაშორისო დამკვირვებელია ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოა უზრუნველყოფილი.

„პანდემიის პირობებში საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა არის უზრუნველყოფილი. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ აპრილის თვიდან დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის. ეუთო-ოდირი უკვე ადგილზეა, მათ ჰყავთ, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი დამკვირვებლები. ჩემი ინფორმაციით და რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არის დარეგისტრირებული, 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 900-მდე საერთაშორისო დამკვირვებელია. უპრეცედენტო რაოდენობაა, პანდემიის პირობებს თუ გავითვალისწინებთ. ქვეყანამ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მათ შექმნოდათ უსაფრთხო გარემო, შესაბამისი პროტოკოლები, აეროპორტში ჩამოსვლის დროს პისიარტესტები. მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა დაცულია და ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი შეფასება საერთაშორისო პარტნიორებისგან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უზრუნველყო ქვეყანამ და ხელისუფლებამ მათი მიღება და თქვენ თავად დარწმუნდებით, რომ მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშილაშა ფარულავა: ბოლნისისა და მარნეულის ოლქებში გვაქვს ამომრჩეველთა მიმართ იძულებისა და ზეწოლის ფაქტები
შემდეგი სტატიაცესკო-ს თავჯდომარე აშშ-ს ელჩს შეხვდა