დავით ზალკალიანი – „ქართული ოცნების“ გუნდი ისე ერთიანია, როგორც არასდროს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.

ზალკალიანი აღნიშნულ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს.

„არავინ არანაირ პოსტს არ ტოვებს. გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას. ის არის ძალიან სერიოზული, ღირსეული სახელმწიფო მოხელე, მოღვაწე, პოლიტიკოსი, რომელიც ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ქვეყანა უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. როგორც არასდროს, ახლა საჭიროა ერთიანობა. გუნდი ისე ერთიანია, როგორც არასდროს და ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და უსაფუძვლო განცხადებები, რაზეც არ ღირს კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიაზე – ადამიანი რომ 2012 წლის მერე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდება, აქ უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე
შემდეგი სტატიაზალკალიანი – ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ