დავით ზალკალიანი – პრემიერმა ისაუბრა რუსეთის უკანონო ქმედებებზე, იმაზე, თუ როგორ არ ასრულებს რუსეთი საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები

ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა გამოწვევებთან დაკავშირებით. კერძოდ, იმ პრობლემიდან გამომდინარე, რაც არის განპირობებული ოკუპაციით და მიმდინარე მცოცავი ანექსიით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, პრემიერმა ისაუბრა რუსეთის უკანონო ქმედებებზე, იმაზე, თუ როგორ არ ასრულებს რუსეთი საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

„აქცენტები გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, იმასთან მიმართებაში, რომ ადამიანებს არ ეძლევათ ელემენტარული ფუნდამენტური უფლებების განხორციელება, მათ შორის, როგორიც არის გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღება.

ამავე დროს, პრემიერმა ისაუბრა ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის გაერთიანების კუთხით და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია დეოკუპაციის სტრატეგია, რომელზეც საქართველოს მთავრობა მუშაობს და რაც არის განპირობებული 2 ძირითადი მიმართულებით – რა თქმა უნდა, ეს არის დეოკუპაცია და ამავე დროს, ჩვენი ძმების და დების ჩართულობის პროცესი ქვეყნის აღმშენებლობის კუთხით და აქ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ახლახანს, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ცენტრი შევქმენით ავღანეთიდან ევაკუირებული ათასობით ადამიანისთვის და ხელი შევუწყეთ 60-ზე მეტი ავიარეისის შესრულებას
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – პრემიერმა გააჟღერა უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის სახით