დავით ზალკალიანი- პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში საქართველოს მხრიდან დანახულ პრობლემებზე ისაუბრებს, თუ რა საფრთხეს უქმნის კავკასიას გლობალური დათბობა და ტემპერატურის ცვლილება

პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში საქართველოს მხრიდან დანახულ პრობლემებზე ისაუბრებს, თუ რა საფრთხეს უქმნის კავკასიას გლობალური დათბობა და ტემპერატურის ცვლილება- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველო მსოფლიოს ნაწილია და ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც საერთოა მსოფლიოსთვის და საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას, საქართველოსაც ეხება.

„საქართველო მსოფლიოს ნაწილია და ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც საერთოა მსოფლიოსთვის, რაც არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან და ასევე, იმ მავნე სითბური აირების გამოყოფასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას, საქართველოსაც ეხება. ამიტომ, ეს გამოწვევა, როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, საქართველოსთვისაც აქტუალურია და პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში სწორედ საქართველოს მხრიდან დანახულ ამ პრობლემებზე ისაუბრებს, იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის თუნდაც კავკასიას გლობალური დათბობა და ტემპერატურის ცვლილება. რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია და უფრო ეფექტიანი იყოს მსოფლიო თანამეგობრობის ბრძოლა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გაეროს 20-30 პროგრამის ნაწილი ვართ, რომელშიც ჩვენი ეროვნული მიზნები და ამოცანები გვაქვს და ეს ეროვნული მიზნები და ამოცანები თავსებადობაშია მოყვანილი გაეროს 20-30 წლის მდგრადი განვითარების პროგრამასთან და ვფიქრობ, რომ პრემიერი თავის გამოსვლაში სწორედ ამ კუთხით ისაუბრებს, ჩვენი მხრიდან დანახული პერსპექტივით რა ნაბიჯები უნდა გადადგას მსოფლიომ ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა პაატა მანჯგალაძეს მიმართავს – ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვის უშვებენ სააკაშვილთან და ვის – არა
შემდეგი სტატიაზალკალიანი:ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ საქართველოს პოზიციები იქნება მხარდაჭერილი, როგორც უახლოეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში