დავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში​ მიიღებს მონაწილეობას

admin
ავტ.: admin დეკემბერი 1, 2020 12:07

დავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში​ მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 1-2 დეკემბერს ვარშავაში მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება.

„მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები, მათ შორის საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის არსებული ინსტრუმენტების, იგივე „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განახლების პროცესი, რაზეც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მათ შორის გლობალური პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებები, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში ნატო-ს მისიებში მონაწილეობის გზით.

ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალი დონის შეხვედრებში, ასპირანტი საქართველოს მონაწილეობის რეგულარული ხასიათი ხაზს უსვამს ალიანსისთვის საქართველოს, როგორც სტაბილური და სანდო მოკავშირის მნიშვნელობას და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის მორიგ დემონსტრირებას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა გაიმართება პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის კაბინეტის უფროსთან კშიშტოფ შცერსკისთან.

admin
ავტ.: admin დეკემბერი 1, 2020 12:07

Google სტატისტიკა


5,155
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics