დავით ზალკალიანი : მისასალმებელია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა ყალიბდება სამხედრო-ტექნიკური მიმართულებითაც

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ასახავს ორი სუვერენული სახელმწიფოს ნებას და გამომხატველია იმ მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვისუნარიანობის და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველოსთვის Javelin-ის სისტემის მიყიდვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, აღნიშნული შეიარაღება მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის გამოიყენება.

“ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეიარაღება არის მხოლოდ თავდაცვის და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და არც მისი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით არ შეიძლება იყოს გამოყენებული შეტევითი მიზნებისთვის. მისასალმებელია, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის – საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა ყალიბდება სამხედრო-ტექნიკური მიმართულებითაც”, -აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაში„Pegasus Airlines-ის რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია ცალკე სახელმწიფოდ აღარ არის დატანილი“
შემდეგი სტატიასროლა და ყაჩაღობა თბილისში-პოლიციამ ერთი პირი დააკავა