დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება შეძლებისდაგვარად შემჭიდროებულ ვადაში იქნება მიღებული

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება შეძლებისდაგვრად შემჭიდროებულ ვადაში იქნება მიღებული.

როგორც ზალკალიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროპელი პარტნიორებისგან ამისთვის არავითარი ახალი წინა პირობა არ არსებობს.

„მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში შეასრულა. ჩვენ ვართ გაცილებით წინ ამ მიმართულებით. ეს აღიარებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. გადაწყვეტილება საქართველსთან მიმართებაში იქნება შესაძლოდ შემჭიდროვებულ ვადაში. ჩვენ არანაირი ახალი წინა პირობა არ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან“,-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: მთელი ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში აუცილებლად გამყარდება ლარი
შემდეგი სტატიაგივი კუბლაშვილი: კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, პანორამა თბილისთან კავშირში არ არის