“მადლობა აზერბაიჯანს ჰეიდარ ალიევის მოედნის საქართველოს დროშის ფერებში განათებისა და მხარდაჭერის ძლიერი გზავნილისთვის,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს და მეზობელი ქვეყნის საგარეო უწყებას მიმართავს.
“გამარჯვებისთვის არ არსებობს ერთმანეთის მიმართ დახმარების ხელის გაწვდაზე უკეთესი გზა,” – წერს ზალკალიანი. დღეს საღამოს 21:00 საქართველოს დროშის ფერებში განათდა ჰეიდარ ალიევის ცენტრი ქ. ბაქოში, რომლითაც აზერბაიჯანი გამოხატავს საქართველოს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს მას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.