დავით ზალკალიანი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეორე ტურში საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება გარანტირებული იყოს

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეორე ტურში საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება გარანტირებული იყოს და მათ სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეძლონ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ცესკო-ს გადაწყვეტილებით ხმის მიცემა 00:00 საათამდე გახანგრძლივდა სწორედ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, კონსტიტუციური უფლება განახორციელონ და მონაწილეობა საარჩევნო პროცესში მიიღონ.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენ მხოლოდ ამომრჩევლების რეგისტრაციას ვახორციელებთ. არჩევნები საქართველოს საკონსულოებსა და საელჩოებში ტარდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება გარანტირებული იყოს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ხმა მათთვის სასურველ კანდიდატს მისცენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე 28 ნოემბერს ხმის მიცემა ღამის თორმეტ საათამდე

banner
წინა სტატიაში,,ქართული თავმოყვარეობა თუ თავის სიმაღლეზე იდგა, საბჭოთა გადმონაშთმა გრიგოლ ვაშაძემ ერთი ხმაც ვერ უნდა მიიღოს “
შემდეგი სტატიაანა დოლიძე – ჩვეულებრივ ჯარისკაცს რა უნდა ჰააგაში?! არ ყოფილა შემთხვევა, ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ჩვეულებრივი ჯარისკაცი