დავით ზალკალიანი – ყველა თანხმდება, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა

პრემიერის ნატო-ში ვიზიტი, მისი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან და გამოსვლა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში იყო მნიშვნელოვანი, ძალიან წარმატებული. საქართველომ კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე მოწინავე ასპირანტმა ქვეყანამ, რომელსაც აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ყველა თანხმდება, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა.

„ყველა ველოდებით, რომ მომწიფდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. ამ თვალსაზრისითაც, როგორც გასული წელი, ისე მიმდინარე წელი არის დახუნძლული მნიშვნელოვანი მოვლენებით. ჩვენ გასულ წელს გვქონდა ნატო-ს მინისტერიალი, რომელშიც მე პირადად მივიღე მონაწილეობა და მნიშვნელოვანი შედეგებით დავბრუნდით, მათ შორის 2030 წლის სტრატეგია ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით და ასევე გაფართოებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. წლევანდელი წელიც მნიშვნელოვანია. იქნება ერთგვარი მოსამზადებელი 2022 წლისთვის, როდესაც ჩატარდება ნატო-ს სამიტი და ვფიქრობ, რომ ესეც იქნება პროგრესის ამსახველი, კერძოდ საქართველოს ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – ნოდარ მელაძისგან ჩანაწერის მოწოდება გვჭირდება
შემდეგი სტატიანათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ – მიუღებელია რადიკალური მოწოდებები