დავით ზალკალიანი გერი კონოლის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერი კონოლის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„გულთბილი მილოცვა გერი კონოლის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას ნატო-საქართელოს კავშირების დაახლოვებასა და გამოწვევების გამკლავებაში იმავე სულისკვეთებით, რომელიც ჩვენს ურთიერთობას თან სდევდა თქვენი საქართველოს კოკუსის თანათავმჯდომარეობის დროს“, – წერს დავით ზალკალიანი.

გერი კონოლი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად 23 ნოემბერს აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის და იმედს გამოვთქვამ, რომ მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე
შემდეგი სტატიარუსეთში იეჰოვას რამდენიმე მოწმე დააკავეს