დავით ზალკალიანი : ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად ყველა მექანიზმი არის მაქსიმალურად ამოქმედებული

news
ავტ.: news დეკემბერი 17, 2019 11:48

დავით ზალკალიანი : ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად ყველა მექანიზმი არის მაქსიმალურად ამოქმედებული

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად მთელმა ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს ყველა შესაბამის სტრუქტურასთან მუდმივი კომუნიკაცია.

„ამ წუთებშიც, როდესაც ჩვენ აქ ვართ შეკრებილი, თითოეული ჩვენგანის გონებაში არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მის გასათავისუფლებად მთელმა ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების თვალსაზრისით. ყველა მექანიზმი არის მაქსიმალურად ამოქმედებული. ამ წუთებშიც მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ვიმყოფებით ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გარკვეული ზემოქმედება, რათა ეს უკანონო ტყვეობა რაც შეიძლება სწრფად დასრულდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა კონფერენციაზე გამოსვლისას.

news
ავტ.: news დეკემბერი 17, 2019 11:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,860
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics