დავით ზალკალიანი: ენტონი ბლინკენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია

აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ზალკალიანის თქმით, მან პირადად მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს.

„დღეს მქონდა შესაძლებლობა, სახელმწიფო მდივნისთვის, ენტონი ბლინკენისთვის დამოუკიდებლობის დღე პირადად მიმელოცა სახელმწიფო დეპარტამენტის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მდივანს მივულოცე და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია“, – აცხადებს ზალკალიანი.

banner
წინა სტატიაშითამარ ბელქანია: წალენჯიხის მაცხოვრის ტაძარს მეხმა გუმბათის საყრდენი ყელი (პერანგი) დაუზიანა
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ 2034 წლამდე უკრაინა ნატოს წევრი გახდება