დავით ზალკალიანი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტომაშ პეტრშიჩეკს ხვდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 10, 2019 10:41

დავით ზალკალიანი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტომაშ პეტრშიჩეკს ხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტომაშ პეტრშიჩეკს მასპინძლობს. საგარეო უწყებაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრის შემდეგ, ჩეხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ერთობლივ განცხადებებამდე ხელი მოეწერება „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას და „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმს.

ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.

ტომაშ პეტრშიჩეკი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს 11-12 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“.

საქართველოში, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერ ქვეყანაში, საიუბილეო თარიღის აღსანიშნად და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შედეგებსა და მომავალზე სამსჯელოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები ჩამოვლენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 10, 2019 10:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics