დავით ზალკალიანი : ბრიუსელში მამუკა ბახტაძეს ჰქონდა სტუმრებთან, მათ შორის ვლადიმირ ზელენსკისთან კომუნიკაციის საშუალება

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 5, 2019 12:30

დავით ზალკალიანი : ბრიუსელში მამუკა ბახტაძეს ჰქონდა სტუმრებთან, მათ შორის ვლადიმირ ზელენსკისთან კომუნიკაციის საშუალება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ვიზიტი აშშ-ში არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური კუთხით კუთხით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც მან პრემიერის ბრიუსელში ჩასვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე აღნიშნა, აღნიშნულ თემაზე არასერიოზული სპეკულაციები მიმდინარეობს.

„ღიმილისმომგვრელია აბსოლუტურად არასერიოზული სპეკულაციები ამ თემაზე. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვმარტეთ. კიდევ ერთხელ მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა აშშ-ში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური კუთხით. ვიზიტი ხორციელდება მნიშვნელოვან კომპანიებთან, რათა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის უკეთ წარმოჩენა მოხდეს და ასევე, ვაშინგტონში იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრები, სადაც პრემიერს მეც შევუერთდები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ბრიუსელში პრემიერის გაჩერება ბოლო წუთს გადაწყდა.

„რაც შეეხება ბრიუსელში გაჩერებას, ეს იყო ბოლო წუთს გადაწყვეტილი, რადგანაც ჩვენმა მეგობარმა, მამუკა ბახტაძის პირადმა მეგობარმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა გორდონ სონლანდმა, რომელიც გახლავთ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროკავშირში, გამართა მიღება ბრიუსელში. მიღება მიძღვნილი იყო აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი და, რადგანაც ის მიემგზავრება, გადმოიტანა ერთი თვით ადრე. ბოლო მომენტში კი, მოხდა შეთანხმება, რომ ბრიუსელის გავლით და ამ მიღებაზე დასწრების შემდეგ პრემიერი გამეგზავრებოდა აშშ-ში. არანაირი სხვა შეხვედრა არ ყოფილა ამ მიღების დროს. ბუნებრივია, იქ იყო ძალიან ბევრი მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, მათთან კომუნიკაციის, მათ შორის ვლადიმირ ზელენკსისთან, მაგრამ ამას არ შეიძლება, ვუწოდოთ ოფიციალური შეხვედრა ან მოლაპარაკებები. ასეთი რამ არ ხდება ბუნებაში, დიპლომატიური პრაქტიკა არ იცნობს მსგავსი ფორმატის ფარგლებში ოფიციალურ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ეს იყო ხანმოკლე შეხვედრა, გაცნობითი, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

„ეს დაადასტურა კიდეც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. მათ ერთმანეთი გაიცნეს, ეს იყო და ეს. არანაირ თემებზე იქ საუბარი არც ხდება, არასერიოზულილია, რომ ასეთ მიღებების დროს მნიშვნელოვან თემებზე იყოს საუბარი. ეს დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და არც დგას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მამუკა ბახტაძე აშშ-ში შეხვედრებს დღეიდან გამართავს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 5, 2019 12:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,463
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics