დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალს გახსნის, რომელსაც თბილისი მასპინძლობს

news
ავტ.: news თებერვალი 27, 2020 10:04

დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალს გახსნის, რომელსაც თბილისი მასპინძლობს

27-29 თებერვალს თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგიონულ ამბასადორიალს გამართავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამბასადორიალს, რომელშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული ავსტრიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განვითარების სააგენტოს (ADA) წარმომადგენლები მონაწილეობენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ისაუბრებს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს გააცნობს.

ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალის ფარგლებში, 27 თებერვალს ასევე გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

ქართული მხრიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ავსტრიული მხრიდან – ორმხრივი ურთიერთობების სექციის გენერალური დირექტორი ალექსანდერ მარშიკი.

ამბასადორიალის მონაწილეები, ევროკავშირის სადამკვირვებლო ​მისიასთან (EUMM) ერთად, ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.

თბილისი უკვე მეორედ მასპინძლობს ევროპის სახელმწიფოების რეგიონულ ამბასადორიალებს. 2016 წელს თბილისში პირველად გაიმართა საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების რეგიონული შეხვედრა.

news
ავტ.: news თებერვალი 27, 2020 10:04

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics