დავით ზალკალიანი – აუცილებელია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე

region
ავტ.: region აგვისტო 30, 2019 15:46

დავით ზალკალიანი – აუცილებელია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე

აუცილებელია, რომ ჩვენ განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე პროცესებში, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების კუთხით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული.

„გუშინ მთელი ღამის განმავლობაში დიპლომატიური უწყება იყო მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, ხდებოდა მათთვის ბოლო განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა.

ჩვენი პარტნიორები, ყველა ძალიან დეტალურად არის ინფორმირებული, მათი მხრიდანაც არის შესაბამისი მექანიზმები ამოქმედებული, რათა ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად, დეესკალაცია აუცილებელია.

ყველა, ვინც კი ჩართულია ამ პროცესში, მხედველობაში მაქვს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ ამ სიტუაციას და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში მონაწილეობისას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რადგანაც სიტუაციის ესკალაციაზე რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი იქნება ძალა, რომელიც ახორციელებს ამ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს.

ჩართული არის ყველა ძირითადი აქტორი, მათ შორის ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამ წუთებშიც შეხვედრაზე იმყოფება, ასევე ევროკავშირის მისია. მე მაქვს ჩემს კოლეგებთან, მათ ხელმძღვანელობასთან მუდმივი კავშირი, ისინიც არიან ინფორმირებული მიმდინარე პროცესების შესახებ და ამ სიტუაციაში აუცილებელია, ჩვენ განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან. ამიტომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს ავამოქმედებთ და ეს მექანიზმები უკვე ამოქმედებულია ყველა მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

region
ავტ.: region აგვისტო 30, 2019 15:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics