დავით ზალკალიანი: აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება

„აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება. განსაკუთრებით ვაფასებთ აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისადმი, ისევე როგორც ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“ – საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მის ოფიციალურ Twitter გვერდზე წერს.

დავით ზალკალიანი 4 მარტს, საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა, რომლის დროსაც სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები იქნა განხილული.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ოსტინ ლოიდმა Twitter-ს მეშვეობით აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო დიდად აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და უსაფრთხოების სფეროში საერთო მიზნების მიღწევის ერთგულია.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – სააკაშვილი ერთადერთია, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა არაფერი ადარდებს
შემდეგი სტატიაირაკლი ანთაძე – ერგნეთის შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის პრიორიტეტულია უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობოდ გათავისუფლება