დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას აფასებს

,,აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკლ პომპეოსთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იქნება სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვისთვის” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, თანამშრომლობის საკითხები თავდაცვისა და უსაფრთხოების, პოლიტიკის და ეკონომიკური მიმართულებით, ისევე, როგორც საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ გამოწვევებს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

დავით ზალკალიანის განცხადებით აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საქართველომ მოისმინა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ბევრი მხარდამჭერი პოზიცია „ვიზიტის ფარგლებში გამოიხატა მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პოზიციები ამერიკული მხარის მიერ, განსაკუთრებით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. საქართველოს აქვს სახელმწიფო დეპარტამენტის დ მისი ხელმძღვანელობის მკაფიო მხარდაჭერა პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ეს შეხვედრა იქნება კარგი შესაძლებლობა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე სასაუბროდ“-განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილის
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა