დავით ზალკალიანი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს დაგლას ბოლს შეხვდა

2016 წლის 6 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეხვედრა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელთან დაგლას ბოლთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს USAID-ის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონებში აქტიური მუშაობის მნიშვნელობაზე, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო დონორების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ინიციატივები და მიღებული სარგებელი.

მხარეებმა ასევე განიხილეს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში საქართველოს მთავრობის წარმატებული მუშაობა და ის ინიციატივები, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის პოპულარიზაციის კარგ საშუალებას წარმოადგენს.

მხარეები შეთანხმდნენ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე და საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოს მთავრობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით კონკრეტული ქმედებების განხორციელებაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: სააკაშვილმა იცოდა, რომ პარტიიდან წასვლას ვაპირებდი
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 7 მაისს 2.2134 ლარი იქნება