დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

ვაშიგტონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავით ზალკალიანმა და ანდრეა ტომპსონმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხები მიმოიხილეს.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა ვაშინგტონში გამართულ ნატოს მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლის ფარგლებშიც, ალიანსი შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში ავითარებს თანამშრომლობას საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონის უსაფრთხოებას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას. მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ შემთხვევებზე.

დავით ზალკალიანი 2019 წლის 3-6 აპრილს სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონს სტუმრობს და შეხვედრებს მართავს აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ნატოს მინისტერიალთან დაკავშირებით ატლანტიკური საბჭოს, მარშალის ფონდისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ გამართულ ღონისძიებაში.

banner
წინა სტატიაშიაბაშაში მეზობელმა მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
შემდეგი სტატიამარტვილის მერი თანამდებობას ტოვებს – რას ამბობს ჩინოვნიკი