დავით უსუფაშვილთან და ირაკლი ალასანიასთან განსაკუთრებული თანამოაზრეობა არ აკავშირებს

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, დავით უსუფაშვილთან და ირაკლი ალასანიასთან განსაკუთრებული თანამოაზრეობა არ აკავშირებს. ამის შესახებ მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩემთან კონტაქტზე არც უსუფაშვილი გამოსულა, არც ალასანია. სიმართლე გითხრათ, ერთ გუნდში ვიყავით და იქ მაინც და მაინც ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით 2013-14 წლებში გვქონდა ერთმანეთთან გულწრფელი მეგობრობა. მე პატივს ვცემ ორივე ფიგურას, მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში მათი ყოფნა მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ თანამოაზრე ვარ. არც ერთ ეტაპზე, მათ შორის, როდესაც ვიყავით ერთ პოლიტიკურ გუნდში და როდესაც სწორედ ზეპარტიულობისთვის დამიპირისპირდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ფაქტობრივად ყველა სახე, განსაკუთრებული თანამოაზრეობა ვერ ჩამოგვიყალიბდა და ახლაც ვერ ვხედავ ასეთ იმპულსებს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა შორი მანძილის რაკეტა გამოსცადა
შემდეგი სტატიაუკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა