დავით უსუფაშვილმა “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის დაპირისპირებაზე განმარტებები არ გაუკეთებია

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს დავით უსუფაშვილს “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის წარმოქმნილი დაპირისპირების და ამ ორი პარტიის შემდგომი ურთიერთობის თაობაზე განმარტებები არ გაუკეთებია.

“ამ თემაზე ვერაფერს მოგახსენებთ. ამ თემაზე პრემიერი თავად ისაუბრებს, როცა ის საჭიროდ ჩათვლის”, – განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.

მან ხაზგასმით მხოლოდ იმაზე ისაუბრა, რომ “რესპუბლიკური პარტია” პარტია “ქართულ ოცნებასთან” უფრო მჭიდრო ურთიერთობას აპირებს. უსუფაშვილის მტკიცებით, პროცესები ამ მიმართულებით წავა და არა პირიქით.

 

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ,,ვმუშაობთ რათა კოალიციამ ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში”
შემდეგი სტატიახვალ ევროკავშირი შენგენის აღდგენის გეგმას გამოაქვეყნებს