დავით უსუფაშვილმა ფარულ-კადრებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარის, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების საკითხსა და გამოძიების მიმდინარეობაზე იმსჯელეს. საუბრის მთავარი თემა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივა, ფარული ჩანაწერების გავრცელების სასჯელის გამკაცრება იყო. შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც დაესწრო.
“პირველი რაც ჩვენ მოკლევადიანი მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი რაც უნდა გადავდგათ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა იყოს უფრო მეტად და უფრო მკაცრად დაცული პირადი და ოჯახური საიდუმლოების სივრცე, რაც შეიძლება რომ ცალკე მუხლად იყოს გამოტანილი. ხოლო ყველა სხვა დანარჩენი სიკეთე როგორიც არის იგივე პერსონალური მონაცემები თუ სხვა ტიპის პირადი ცხოვრება ადამიანის და ა.შ. და თუ ასეთ სივრცეში ხდება ჩარევა უკანონოდ და ზიანი ადგება ადამიანს რა თქმა უნდა ესეც იქნება დასჯადი”.-აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში,,ბორჯღალოსნებმა” მეტოქე 38:9 დაამარცხეს
შემდეგი სტატია“ქართველი ხალხის სახელით თანავუგრძნობ მეგობარ თურქ ხალხს”